ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიგიორგი ხელაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში იყო საქართველოს...

გიორგი ხელაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში იყო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი პლენარულ სხდომაზე, 28 სექტემბერს ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში არაფორმალურ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერი ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით ხორციელდება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში იყო საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მსგავსი ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს რომლების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ლიდერის ვალია. მეტიც, ლუკაშენკოს ვიზიტი ქართველ და ბელარუს ხალხებს შორის ისტორიულ ურთიერთობებს ეწინააღმდეგება. ლუკაშენკოს არამეგობრულმა ნაბიჯმა შეიძლება ბზარი გააჩინოს ჩვენი ხალხების მეგობრობაში.

ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. არღვევს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო სამართალს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს ამ უკიდურესად დამაზიანებელი ნაბიჯიდან“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...