ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვასრულებთ რუსული გავლენის დემონტაჟს უკრაინაზე, ევროპასა და მსოფლიოზე"...

“ვასრულებთ რუსული გავლენის დემონტაჟს უკრაინაზე, ევროპასა და მსოფლიოზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებმა – პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მთავრობის მეთაურმა დენის შმიგალმა და პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-ში.

დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან ჩვენი შესაბამისობა. ისინი რეალურები არიან უკრაინისთვის – რეალურებია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.

ჩვენ ვენდობით, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. და ეს არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

დე ფაქტო. დღეს უკრაინა განაცხადს აკეთებს, რომ ეს დე იურე გაგავხადოთ. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენს მნიშვნელობას ჩვენი თანამეგობრობის დასაცავად. დაჩქარებული წესით.

ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია. ვნახეთ, თუ როგორ დაიწყეს ალიანსთან მიერთების პროცესი წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე.

ეს სამართლიანია. სამართლიანია უკრაინისთვისაც.

უსაფრთხეობას ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ საჭიროა სიმტკიცე, რომ იგი გარანტირებული იყოს. 

უკრაინის NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადის ხელმოწერით ჩვენ განმსაზღვრელ ნაბიჯს ვდგამთ.

ვასრულებთ რუსული გავლენის დემონტაჟს უკრაინაზე, ევროპასა და მსოფლიოზე.

დიდება უკრაინას!” – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

“2017 წელს კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ – რა არის ქორწინება, რომ ეს...

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კონკრეტული შეკითხვებით...

“მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია გიორგი ვაშაძის “გამარჯვების 8 პუნქტიანი გეგმის” ჩვენი საერთო მოქმედების საფუძვლად აღება”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...