შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით...

„თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

დედაქალაქის მთავარი დღესასწაული – „თბილისობა 2022“ პირველ და 2 ოქტომბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ღონისძიებები რიყის პარკში, ლეღვთახევში, ორბელიანის, გუდიაშვილისა და ევროპის მოედნებზე, ასევე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება. 

რიყის პარკი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“,  ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები;
  • გამოფენები;
  • კაფე ქიმერიონი;
  • საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
  • სამეწარმეო ბაზრობა;
  • გასტრონომიული ზონა;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • სპორტული აქტივობები;
  • ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება („ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „თოჯინები იცინიან“ (1963), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013), „ბროწეულის ფერი“ (1968), „ფიროსმანი“ (1969). აღნიშნული ფილმები ორი დღის განმავლობაში იტრიალებს ეკრანზე.

 

2 ოქტომბერი

19:00 საათი – „გუფი ლენდის“ კონცერტი.

ლეღვთახევი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 20:00 საათი

  • თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
  • მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
  • დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
  • წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები. 

ორბელიანის მოედანი

1-ელი და 2 ოქტომბერი

11:00 – 22:00 საათი

 ინსტალაციები;

  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
  • თბილისური უბანი ათონელზე – (ორი დღის განმავლობაში, ტერიტორია მოეწყობა ძველი თბილისის სტილში, საუკეთესო ტრადიციების გაცოცხლების გზით. პროექტის დეკორირებისას გამოყენებული იქნება თბილისისთვის ტრადიციული თემატიკა, სადარბაზოს, აივნების და სხვა არქიტექტურული და მხატვრული კომპოზიციის გამოყენებით. ორბელიანების სასახლის წინ ტერიტორიაზე წარმოდგენილი ე.წ. თბილისური უბანი. პავილიონის წინ ორი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალიზებულ კოსტიუმირებული პერფორმანსი;
  • საბავშვო-გასართობი დღის კონცერტები;
  • საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში; 
  • სამეწარმეო და კვების ზონები. 

 

19:00 – 22:00 საათი 

  • მუსიკალური საღამოები – ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი

11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები); 

დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები: 

  • ღია კინოთეატრი;
  • „თბილისური კაფე“; 

19:00 – 22:00 საათი

სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

ევროპის მოედანი

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი

  • „თბილისობის“ გალაკონცერტი

მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ – გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, სადაც „უჩინმაჩინის ქუდი“ ერთგვარი „დროის მანქანაა“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიის და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, თბილისის ისტორიაში გვამოგზაურებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.

 

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. 

 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

 

2 ოქტომბერი, 20:00 საათი

 

  • ინსტალაციები: დეკორატიული ლოგო „თბილისობა“, სცენის დეკორაცია;
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მიღება;

 

„თბილისობა 2022“-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ექნება. სხვადასხვა მელოდიისა და მუსიკის თანხლებით, ფერადი გრაფიკით შეიქმნა ვიდეოარტი, სადაც წარმოჩენილია თბილისელების, მნიშვნელოვანი და საამაყო ადამიანების პორტრეტები, მეცნიერებისა და კულტურის ბევრი უმნიშვნელოვანესი სახელი და სახე, რაც დამსახურებულად გამოყოფს ამ საპატიო წოდების დიდ მნიშვნელობას – ადამიანების, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს თბილისის ისტორიაზე, განავითარეს და თავიანთი შემოქმედებით შექმნეს თბილისელი თაობების ეპოქა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...