პარასკევი, აპრილი 26, 2024

“შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებია რუსეთის მხარეს ომში” – გია ხუხაშვილი

რუსეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომლებსაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა, შეიძლება შეიქმნას არასასურველი, მიუღებელი სიტუაცია და ისინი შეიძლება გაწვეული იქნან ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ უამრავი რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი გვყავს.

იქიდან გამომდინარე, რომ პუტინის მობილიზაცია მათაც ეხებათ, შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როცა საქართველოს მოქალაქეები ჩართულები აღმოჩნდებია რუსეთის მხარეს ომში. შესაძლოა მალე ე.წ. “ქართული ბატალიონებიც” ვიხილოთ.

კარგი, არაფრის გაკეთება არ გინდათ და ამ ქაოსს გვაყურებინებთ, რომელსაც ვითომ აკონტროლებთ…

ის მაინც გააკეთეთ, რომ მათ მოუწოდოთ, რომ არ ჩაერთონ ომში, დაბრუნდნენ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუუქმდებათ საქართველოს მოქალაქეობა…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული