შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მომეცა საშუალება ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან მესაუბრა სახალხო დამცველის...

“მომეცა საშუალება ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან მესაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუციასთან დაკავშირებით ჩემს გეგმებზე” – მარიკა არევაძე

სახალხო დამცველის თანამდებობაზე, კანდიდატის რანგში განაცხადი გააკეთა ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა მარიკა არევაძემ.

კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრ გიორგი ვაშაძესთან.

დანართის ესკიზი

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის პოსტზე დამოუკიდებელმა კანდიდატმა მარიკა არევაძემ:

დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა საინტერესოდ. ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან მე, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მომეცა საშუალება ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან მესაუბრა სახალხო დამცველის ინსტიტუციასთან დაკავშირებით ჩემს გეგმებზე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა კანდიდატს მოგვეცემა შესაძლებლობა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან დაგვეთმოს თანაბარი დრო და შეგვეძლოს ჩვენი ხედვების წარმოდგენა.

ვფიქრობ, რომ გასაძლიერებელია სახალხო დამცველის მიმართ ნდობის საკითხი, ასევე თანამშრომლობა როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებით. ან კუთხით მე ვიმუშავებ, რომ ყველა უფლება თანაბრად იქნას დაცული, აღდგენილი და ყველა უფლებაზე ვიმუშავებ თანაბრად, ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.

შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ თავისი პოზიცია დააფიქსირა როგორც მარიკა არევაძესთან მიმართებაში, ასევე მთლიანად სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით:

მარიკა არევაძე ნამდვილად არის სანდო რეპუტაციის მქონე, ძალიან კარგი პიროვნება, რომელსაც ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და ჩვენ ვიცნობთ მის საქმიანობას, არაერთი ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვის ქმედებებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელი” რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ინიციატორი იმ სტრატეგიის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ ივლისში განვაცხადეთ, რომ სამოქალაქო სექტორის საბოლოოდ არჩეული კანდიდატებიდან ავარჩევდით იმ კანდიდატს და ჩვენ ამ პოზიციაზე ვრჩებით, თუმცა ოპოზიციურ ასე ვთქვათ ფლანგზე გვექნება მსჯელობა იმისთვის, რომ პროცესი არ ჩავარდეს – 7 კანდიდატი უნდა წარსდგეს და ეს დამატებით ბუღალტერია, ასე ვთქვათ, ,,ქართულმა ოცნებამ” მოიგონა იმისათვის რომ პროცესი მაქსიმალურად აჭრას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე არ მოხდეს და გვექნება მსჯელობა სტრატეგიულ საკითხებზე ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან, ხვალ მთავრდება განაცხადების მიღების ვადა და გვექნება სრული სია კანდიდატების, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვრჩებით ჩვენი განცხადების ერთგული, რომელიც ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გავაკეთეთ.

სრულ ნდობას ვუცხადებთ სამოქლაქო სექტორის მიერ წამოწყებულ პროცესს და გულწრფელად ვიტყვი, რომ სამივე ძალიან ღირსეული კანდიდატია, რომლებიც თავის საქმიანი რეპუტაციით უკვე დაამტკიცა, რომ მათ ადამიანის უფლებებზე ძალიან სერიოზული მუშაობა შეუძლიათ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით! და მივხედოთ საქმეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს დატოვებისა და ემიგრაციაში წასვლის მოხშირებულ ფაქტებს ეხმაურება სამოქალაქო...

“იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის, პრეზიდენტ ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის” – ირაკლი...

"იმედი LIVE"-ს ეთერში "დიფ სთეითთან" დაკავშირებით ისაუბრა მთავრობის მეთაურმა,...

“რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა” – ზაალ ანჯაფარიძე

"რადიკალური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით, თვითაღიარების რეჟიმში გადავიდა. უკვე...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დავსვათ კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე რუსეთის დაზვერვის განცხადებას...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...