ლელა კაკულია: ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ…

697

ლელა კაკულიას ფეისბუქის გვერდზე, მკითხველთა თხოვნით, ქვეყნდება მისი რამდენიმე წინასწარმეტყველება – განსჯისთვის:

ჩვენი გვერდის მკითხველთა თხოვნით, შეგახსენებთ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც საქართველოს კიდევ ერთ მიტაცებულ ტერიტორიას, საინგილოს შეეხება.

ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელი „საინგილო“, თუმცა ეს მიწა ისტორიულად უძველესი ქართული პროვინციის, ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო.
ამჟამად ეს ტერიტორია აზერბაიჯანის შემადგენლობაშია მოქცეული, რაც საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ მოხდა – სრულიად უკანონოდ.

თუმცა, როგორც ლელა კაკულია წინასწარმეტყველებს, საქართველო აღიდგენს ისტორიულ საზღვრებს და, სხვა დროებით დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად, საინგილოც კვლავ დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს – ქართველებს.

🔻 1995 წელი, 11 აგვისტო
მართლა საოცარი ის არის, რომ საქართველოს საზღვრებს ვერავინ გადმოლახავს, პირიქით, ლაპარაკი იქნება ქართულ მიწებზე – კახი, ნუხი, საინგილო, და ირანის ჩარევით საქართველო მომავალში იბრუნებს საკუთარ მიწებს.
ამ წინასწარმეტყველებასაც არ დამიჯერებთ, მაგრამ, რასაც ვამბობ, ასრულდება!

🔺️ 1997 წელი, 22 ივლისი
მომავალში საქართველო-ირანს შორის მყარი კონტაქტი მყარდება (თურქეთიც შუამავლის როლში იქნება) და აზერბაიჯანმა, სურს თუ არა, უნდა დაგვიბრუნოს კახი, ნუხი და მთელი საინგილო. იქ სული ქრისტიანულია; ეკლესიებიც ელოდებიან საქართველოს.

🔺️ 1997 წელი, 4 აგვისტო
საქართველოს საზღვრები იკეტება – როგორც ძლიერი სახელმწიფო, ისე სურთ, რომ იხილონ ამერიკამ და დასავლეთმა.
ამერიკელები მუსლიმებს არ ენდობიან, უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, ვხედავ.
აზერბაიჯანი როგორც ფიქრობს, ისე არ არის − ამერიკა ისეთ პროგრამას განახორციელებს, რომ აზერბაიჯანი ფეხს ვერ გააფაფხურებს მომავალში.
საქართველო კი სულ სხვაა. ქრისტიანული საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში. ამიტომ ვხედავ, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება მას. განხორციელდება საზღვრების დაცვა და ძლიერი სამხედრო ბაზების ჩამოყალიბება მთელს კავკასიაში, რაც რუსეთმა ვერ შეასრულა. რუსი წააგებს, მომავალში საკუთარი თავი უხდება დასაცავი მუსლიმებისგან.
კრასნოდარის მხარეზე დიდი არეულობა იქნება. საქართველო სოჭს შემოიერთებს. შავი ზღვის ზოლი, რაც საქართველოს ეკუთვნის, ხელშეუხებელი უნდა შეიქნეს. კომუნისტებს სასამართლოში უნდა ვუჩივლოთ. ვხედავ, რომ ეს ასეც იქნება.
სამაგიეროდ სომხეთი წააგებს რუსეთთან კონტაქტში. ვხედავ, ამჯერად იქ არ შეძვრენ, სადაც საჭიროა. ბოლოს, როგორც ყოველთვის, საქართველოს დასაცავნი გახდებიან.
<…> აზერბაიჯანი თამაშს ვერ გაბედავს საქართველოსთან. საინგილო – ეს პატარა საქართველო − უნდა დაგვიბრუნონ (ამას დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ). ეს საკითხი ირანში გადაწყდება.

🔺️ 2007 წელი, 21 ოქტომბერი
საინგილოში აზერბაიჯანის მთავრობამ ეკლესია დაკეტა, კარი აქოლა. ეს დიდი ცოდვაა. ამას გვიან მიხვდებიან.
მომავალში ბოლნისში აშენებული მეჩეთი დაინგრევა, დაიწვება, ვხედავ. ფრთხილად! და ეს მოხდება არა მხოლოდ ბოლნისში.
მთავრობაში მოდიან მეცნიერები, ეროვნული ხალხი და ყოველივე იქნება ღია, არა დაფარული. საქართველო ქართველებისაა და არა სხვა ერებისა.
ვხედავ, სკოლები იხურება − არაქართული სკოლები. საერთოდ, ყველაფერი მხოლოდ ქართულად იფუნქციონირებს.
რაც შეეხებათ სხვა ტომებს, ისინი გაედინებიან საქართველოდან…
ვხედავ, გამოდის კანონი, რომელიც მათ აიძულებს, დატოვონ საქართველო… თუ გინდათ საქართველოში ცხოვრება, იარეთ ქართულ სკოლებში, ისწავლეთ ქართული.

🔺️ 2007 წელი, 11 დეკემბერი
აზერბაიჯანის მთავრობა იძულებული გახდება, საინგილოში არსებულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც დახურეს და ამის მიზეზად სულელური ვერსიები დაასახელეს, გადაწყვეტილება შეცვალოს. ვხედავ, მომავალში ეკლესია ისევ მოქმედია და ისევ ირეკება ქართული ზარი!
საინგილო საქართველოა და ამას აზერბაიჯანი ვერაფრით გადაკეტავს, ვერ გააქრობს. ასეთია უფლის ნება! მომავალში მათ მოუწევთ ძირძველი ქართული კუთხის დატოვება.
საერთოდ, დადგება დრო, როცა მსოფლიოში იწყება ტერიტორიების გადანაწილების საკითხის განხილვა.
ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიოს რუკაზე. ეს ჯერ კიდევ 1987 წელს ვიწინასწარმეტყველე. ამიტომ ვხედავ, რომ ამერიკა-ევროპისთვის ერთმორწმუნე საქართველოს ტერიტორია მნიშვნელოვანი თემა გახდება.
ეს, ალბათ, შორეული წინასწარმეტყველებაა, მაგრამ მაინც ვიწინასწარმეტყველებ, რასაც ვხედავ: მომავალში საქართველო ტრაპიზონამდეა გადაჭიმული. თურქეთი, რომელიც აღიზიანებს ამერიკას, იძულებული გახდება, დათმოს ქართული მიწის ეს ნაწილიც. ყოველივე ასრულდება ასი პროცენტით.

🔺️ 2008 წელი, 8 აგვისტო
როცა სამაჩაბლო დავკარგეთ, კოსმოსს იგი დაკარგულად არ მიუღია. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. მართალია, ამას ძნელად იჯერებდნენ და ძალიან ვბრაზობდი, მაგრამ იცოდეთ, ვიზეიმებთ, რადგან საქართველო შემოიერთებს იმ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველო ჰქვია: კახი, ნუხი, საინგილო…
საქართველო ერთიანია!
საქართველო ძლიერია!
საქართველო აუღებელი ციხე-სიმაგრეა და უტვინო კრემლი − რუსეთი, ვერ დაისაკუთრებს უფლის სასუფეველს, რომელსაც საქართველო ჰქვია!!!

🔺️ 2008 წელი, 20 აგვისტო
საქართველოს, ჩემო საყვარელო ქართველებო, ერთი გოჯი მიწა არ მოაკლდება. ეს წინასწარმეტყველებაა, ანუ სიტყვაა უფლისა და ის ყოველთვის სრულდება. ვერაფერი მას ვერ შეაჩერებს.
ჩემი საყვარელი საქართველო, ვხედავ, შენდება, თავისუფალია, მართლა დემოკრატიულია, ერთ მუშტაად არის შეკრული და ამას ვერაფერი აღუდგება წინ. სამაჩაბლოც საქართველოს ძირძველი მიწაა, აფხაზეთიც და საინგილოც. ვერავინ ჩამოაჭრით ამ ნაწილს ჩემს ქვეყანას, კოსმიურ ენერგიებს ვერ მოერევით!
„რაც თქვენ გეკუთვნით, ის წაიღეთ და არა იმაზე მეტი!“ − ბრძანებს უფალი და ასეც მოხდება.

🔺️ 2009 წელი, 16 აპრილი
საქართველო, ქართველები – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, საიდან აღმოვცენდით, რას გვეუბნება ჩვენი ისტორია ჩვენს წარმომავლობაზე?
<…> ნუ დაგავიწყდებათ, ქართველნო, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი და ვრცელი ქვეყანა იყო. ნუ დავივიწყებთ, რომ:
• რუსეთმა წაიღო სოჭი, დვალეთი, პირიქითა ხევსურეთი და თებერდა;
• სომხეთმა წაიღო (მისცა რუსეთმა და ორჯონიკიძემ) ლორეს ოლქი;
• აზერბაიჯანმა წაიღო: საინგილო, აჯინოურის ველი და ტბა, მტკვარ-იორის შუამდინარეთი მინგეჩაურის ზღვამდე, ეგრეთ წოდებული, ჯეირნის ველი;
• ჩვენი მიწები წაიღო თურქეთმაც (ჯერ ოტომანთა იმპერიამ, შემდეგ რუსეთმა დაუთმო): ართვინის ოლქი, ლაზეთი, იმიერტაო, ამიერტაო და კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, ერუშეთი, ფოცხოვი, ქალაქი კარი (სომხურად ყარსი).
დააკვირდით, ქართველნო, რუსეთმა რამხელა ტერიტორია წაგვართვა. მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ საქართველო იბრუნებს დაკარგულ მიწებს, ასი პროცენტით ასრულდება.
ჩვენ, ქართველები, ვფლობდით საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მაგრამ შემდეგ მსოფლიოს გადანაწილება მოხდა. ვხედავ, მომავალში ისევ შეიცვლება სახელმწიფოთა საზღვრები, ისევ მოხდება გადანაწილება და საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ მიწებს.
როგორ და რა გზით? იმავე გზით, როგორც წაგვართვეს და დაანაწევრეს ჩვენი ქვეყანა.

🔺️ 2009 წელი, 4 დეკემბერი
მომავალში საქართველო დაიბრუნებს ყველა იმ ტერიტორიას, რომლებიც რუსეთმა ჩამოგვაჭრა და წაგვართვა. დაგვანაწევრა!
მინდა, რასაც ვხედავ (და ისტორიულადაც ასეა), ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ მოვნიშნო ის ქართული ტერიტორიები, რომლებსაც მომავალში დავიბრუნებთ:
1. აფხაზეთი და სამაჩაბლო;
2. ჯიქეთი (სოჭი);
3. დვალეთი (ჩრდილო ოსეთი);
4. თებერდა (ჩრდილოეთ კავკასია. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი. რუსეთი);
5. ქლუხორი;
6. საინგილო (აზერბაიჯანი);
7. იორი (მტკვრის შუამდინარეთი მინგეჩაურამდე, აზერბაიჯანი);
8. ლორე (სტეფანავან-კიროვოკანი; სომხეთი);
9. ართვინის ოლქი;
10. არდაგანის ოლქი, თურქეთი, ისტორიული ტაო-კლარჯეთი;
11. არზრუმის ოლქის ჩრდილო ნაწილი (თურქეთი: სპერი, ბასიანი, თორთომი);
12. აღმოსავლეთ ლაზეთი (ხოფა, რიზე, ჭანიხი);
13. დასავლეთ ლაზეთი (ტრაპიზონამდე).
აი, მთელი ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო. იქ, იმ დაკარგულ მიწებში ქართული სულია ჩამარხული, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს. ვხედავ, მომავალში ვიბრუნებთ საქართველოს – მთლიან საქართველოს ასი პროცენტით.
ეს არის ჩემი მომავლის საქართველო – ერთიანი, დემოკრატიული, ძლიერი ევროპული სახელმწიფო 30 მილიონი ქართველით! ეს ის პატრიოტი ქართველები არიან, რომლებიც უცხო ხალხს ფეხს არ მოაკიდებინებენ ჩვენს მიწაზე.
თითოეული ქართველი, ვხედავ, რომ ჯარისკაცია, იცის ბრძოლა და თუ საჭირო იქნება, მთელი საქართველო ჯარისკაცად იქცევა.
ეს არის თამარისა და დავით აღმაშენებლის ძლიერი საქართველო. აი ამას ჰქვია მებრძოლი სული – გადამრჩენელი ქართული გენისა. ეს არის საქართველოსა და ქართველების არსებობის გაგრძელება დედამიწაზე. ასეთია ნება კოსმოსისა, ნება უფლისა!
ვხედავ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია ევროპა-ამერიკისთვის ყველა მიმართულებით. ამიტომ მას მუდმივი მხარდაჭერა აქვს. ტერიტორიების მთლიანობა კი დიდი ქვეყნების ინტერესებში შედის და ამით საქართველო ყოველმხრივ დაცულია.
ვხედავ, მომავალში ხალხი მუშაობს, სოფელი ძლიერია, გლეხი მდიდარია, საკუთარი მიწა გვინახავს და სხვისი არაფერი შემოედინება. საჭმელზე, უმუშევრობასა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე აღარ ფიქრობს ხალხი. წარსულში დარჩა ყოველივე, ცუდი სიზმარივით.
დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა, ისე ასრულდება სიტყვა-სიტყვით.

🔺️ 2014 წელი, 29 აპრილი
საქართველოში შეიცვლება პოლიტიკა, შეიცვლებიან პოლიტიკოსები და დაიწყება „გიორგი ბრწყინვალის“ მმართველობის ხანა.
ქართველმა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ, საქართველოს თავისი ძველი საზღვრები დაუბრუნა − ის საზღვრები, რომელიც თამარის დროს იყო შემოხაზული. ჩვენი დროის „გიორგი ბრწყინვალეც“ ზუსტად საზღვრებთან დაკავშირებით წამოიწყებს პოლიტიკურ ბრძოლებს და მოიგებს კიდეც. ამის შემდეგ აზერბაიჯანთანაც გარიგდება საინგილოს თემაზე და მასაც დააბრუნებს საქართველოს საზღვრებში.
ეს არის აბსოლუტური რეალობა, რაც აუცილებლად ასრულდება. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს ძალიან, ძალიან დასჭირდება საქართველო.

🔺️ 2016 წელი, 3 ივნისი
საქართველო დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს — აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს მიწები არასდროს გახდება არც რუსეთისა, არც აფსუებისა და არც ოსებისა. ეს საქართველოს ძირძველი მიწებია და კოსმოსი მას არ დაუთმობს რუსეთს არასდროს!!!
<…> ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანიც კეთილს ინებებს და ქართულ მიწებს დაგვიბრუნებს. ეს მრავალი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. საინგილო — ეს საქართველოა და მოვიდა დრო მისი დაბრუნებისა.
რაც შეეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს — ეს წმიდა ადგილია და მას საქართველო ჰქვია.
ფრთხილად! კოსმოსი არ აპატიებს აზერბაიჯანს ასეთ დამპყრობლურ პოლიტიკას ქართულ მიწაზე.
ამაში საქართველოს მეგობარი ქვეყნებიც დაუჭერენ მხარს. განსაკუთრებით იაქტიურებს ამერიკა. ეს ყველაფერი დადებით როლს ითამაშებს, ვხედავ.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რუსეთიც საქართველოს დაუჭერს მხარს.
ვხედავ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნებს თავის მიწებს.
ეს ყოველივე თურქეთსაც ეხება, რომელსაც უდიდესი ნაწილი აქვს ოკუპირებული ქართული მიწებისა.
ამ საკითხშიც იაქტიურებს რუსეთი, აქაც საქართველოს მხარეს დადგება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები მის პოლიტიკას აწყობს.
მათ თამაშს მაინც აეხდება ნიღაბი…“, – აღნიშნულია ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებში.

კომენტარები პუბლიკაციაზე