ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეგულაციები და კანონპროექტები, პირველ რიგში, მორგებული უნდა იყოს...

“რეგულაციები და კანონპროექტები, პირველ რიგში, მორგებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვას განიხილავს. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ავტომობილების ბიზნესში მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით სააგენტო ,,პარალელთან“ კონკრეტულ განმარტებას აკეთებს საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი:

,,რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილებს აქვს წილი, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები. სიძველის თვალსაზრისით, 2000-დან 2002 წლამდე გამოშვებული მანქანები შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც ძველი ტიპის.

აქ, როდესაც საუბარია 2012 წლიან ავტომობილზე, როგორც დაძველებულად – იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა და არ აქვს არჩევნის საშუალება. ასეთ სიტუაციაში ადამიანი არჩევანს აკეთებს პირველ რიგში – დღიურ სარჩოზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე და არა ავტომობილზე.

ჩვენი სექტორისთვის ეს არის კატასროფა და უზარმაზარი ზიანი მიადგება. თუ გვინდა დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები, მაშინ კონკრეტულ წლოვანებაზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ მანქანის მდგომარეობაზე. მაგალითად ევროპის ბევრ ქვეყანაში არის ძველი წლოვანების მანქანები, თუმცა გამართულ მდგომარეობაში.

მაშინ ვსვამ კითხვას: საქართველოს მოსახლეობას აქვს იმდენი ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეიძინოს ახალი წლოვანების მანქანები და მაინც ჯიუტად მოძრაობენ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილებით?!

ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობის ინტერესი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განახვავებულია. შესაბამისად, რეგულაციები და კანონპროექტები პირველ რიგში მორგებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ასევე, თუ როგორ იმოქმედებს მიღებული კანონპროექტი ავტომობილების ბიზნესის ფუნქციონირებაზე“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...