კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"რუსების ტანკში საწვავს ასხამს ბიძინა ივანიშვილი და მისი...

“რუსების ტანკში საწვავს ასხამს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა” – ლევან ხაბეიშვილი

ოფიციალური კიევი 2 კვირაში გამოაცხადებს იმ ადამიანების ვინაობას, ვისაც სანქციები შეეხება. აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ჩართვისას კომენტარს აკეთებს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ და “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი:

,,სია ფაქტობრივად გამოქვეყნებულია. თუმცა, ამ სიიდან სავარაუდოდ იქნებიან გამოკვეთილი ე.წ. განსაკუთრებული რუსეთუმეები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი.

სავარაუდოდ, ეს ადამიანები იქნებიან სწორედ მოწინავე უკრაინის ხელისუფლების სიაში, რომლებიც აუცილებლად იქნებიან სანქცირებულები. ისინი უკვე მთავარ რაშისტებად არიან აღიარებულები. ისინი არგუმენტირებულად არიან ეჭვმიტანილები რუსების დახმარებაში

ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსების ტანკში საწვავს ასხამს ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინაში მყოფი ,,დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ასაჯაროებს. კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია საფონდო ბირჟის მენეჯმენტზე, კონკრეტული პირების სანქცირებისას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მონაცემებს დაეყრდნობა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...