spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის" -...

“ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ მასობრივი მიგრაციის ტალღა გამოიწვია მათ შორის საქართველოს მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებებს აფიქსირებს მიხეილ სააკაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში:

დღეს ამერიკამ გამოაცხადა, რომ მზადაა უკრაინას გადასცეს ყველაზე თანამედროვე ტანკები – აბრამსები. ამავე დროს ესპანეთმა უკვე დაიწყო უკრაინული ეკიპაჟების მომზადება. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. პუტინი თავისი სისულელეებით ძალიან დაგვეხმარა.

რაც შეეხება რუსეთში მობილიზაციას – ჩემი პროგნოზია, რომ დაგეგმილი სამასი ათასიდან, ოცდაათსაც ძლივს შეკრებენ. ვოენკომატების სისტემა მთლიანად მოშლილი აქვთ და რუსეთისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ისინი ფრონტზე მოხვდებიან მხოლოდ წლის ბოლოს, როცა ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნება. ეს არის პირველი საერთო მობილიზაცია 1941 წლის შემდეგ. პუტინს მხოლოდ ერთი გზა დარჩა – გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რითაც ნატოს ჩარევის პროვოცირებას მოახდენს. ამის შემდეგ გაიყვანს ჯარს და რუსებს ეტყვის, რომ ის კონცენტრირდება ნატოსგან რუსეთის ტერიტორიის დაცვაზე და ამით გაამართლებს სრულ სამხედრო კრახს.

სხვათაშორის, რუსეთიდან უცხოეთში რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი რუსებისთვის.

P.S ოფიციალურად გამოცხადდა, რომ რუსეთის მთავარი პირველი სატანკო არმია განადგურებულია და შეწყვიტა არსებობა. ამ არმიის მთავარი ამოცანა იყო მოსკოვის დაცვა და ნატოზე მთავარი შეტევის მიტანა და ახლა უკრაინის მიწაზე სამარცხვინოდ შეწყვიტა არსებობა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“ზუსტად ამდენი მტერი ჰყავს ქვეყანას, რაც გუშინ საღამოს ვიხილეთ – ოლიგოფრენთა მცირე ნაკადი” –...

"ოპოზიციის ალიანსის" მიერ ორგანიზებულ 26 მაისის საპროტესტო აქციას ირონიული...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...