spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთ მხარეს არის სრულიად პროევროპული სპექტრი, ხოლო მეორე...

ერთ მხარეს არის სრულიად პროევროპული სპექტრი, ხოლო მეორე მხარეს პრორუსული “ქართული ოცნება” – გიორგი ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და მიღებული კომპრომისული გადაწყვეტილების თაობაზე:

სრულიად ოპოზიციამ გამოვაქვეყნეთ დოკუმენტი, რომელშიც, ყველამ ერთად, ვაჩვენეთ თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას წავიდეს კომპრომისზე.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული ყველა საკითხი, აი ეს არის ინკლუზიურობა და გახსნილობა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ის დამატებითი საკითხები, რომელთა დაყენებასაც ჩვენ ვაპირებდით, თუმცა გავითვალისწინეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია, რომ მინიმუმზე მინიმუმი უნდა დავუყენოთ პრორუსულ ,,ქართულ ოცნებას“, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი როგორმე მივიღოთ, ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა და აზროვნება.

ერთ მხარეს არის სრულიად პროევროპული სპექტრი, ხოლო მეორე მხარეს პრორუსული ,,ქართული ოცნება“, რომელიც ცრუ სამუშაო ჯგუფში თავის სატელიტებთან ერთად არის ჩართული და აკეთებს არაფერს. პირიქით! ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის პერსპექტივა დავკარგოთ და პირისპირ დავრჩეთ რუსეთთან.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვისაც რთული იყო ასეთ მინიმალურ პაკეტზე დათანხმება მაგრამ, ამით ჩვენ ვაჩვენებთ იმ კომპრომისულობას, იმ თანხმობისკენ სვლას, რომელიც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ამიტომ პრორუსულ ,,ქართულ ოცნებას“ ვებუნები: აგერ ბატონო, აბა დავინახავთ თქვენ, რას გააკეთებთ!“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“საარსებო კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს უფასო!” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საარსებო კრიზისთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“რელიგიურ ლიდერთა შორის, ალბათ, ყველაზე წარმოსადეგი იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას შეფასება კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიმართ: "შემოსვა ძალიან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...