spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საგარეო საქმეთა მინისტრისგან ბიჭვინთის ანექსიაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე...

“საგარეო საქმეთა მინისტრისგან ბიჭვინთის ანექსიაზე და ანტიდასავლურ კამპანიაზე წერილობით პასუხებს მოვითხოვ” – თეონა აქუბარდია

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციაზე გამოსვლამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგლამენტის შესაბამისად, მასზე გაგზავნილ კითხვებზე წერილობითი პასუხები უნდა გამოაგზავნოს.

პარლამენტის დარბაზში ბექა დავითულიანის განცხადება მოვისმინე აფხაზეთთან მიმართებაში, რაც სრული გაგრძელება იყო იმ პროპაგანდისტული ნარატივის, რომ თურმე ჩვენ ომში ჩართვა გვსურს ან სამხედრო გზით გასეირნება აფხაზეთზე. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს აღიარებული – მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ამ კონფლიქტის მოგვარების.

დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც მეორე წელია პროცესშია, არც ვიცით რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისე შეიძლება დაასრულოთ მოღვაწეობა, რომ ამ სტრატეგიამ დღის სინათლე ვერ იხილოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ფუნქცია აქვს დაკისრებული სტრატეგიით და არაფერი არ ვიცით თუ რას აკეთებს და რა პოზიცია აქვს, როდესაც ასეთი ორგანიზებული თავდასხმები მიმდინარეობს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე.

მოვითხოვ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხები წერილობით მაინც მივიღოთ, რათა ვიცოდეთ მინისტრის პოზიცია ბიჭვინთის ანექსიასთან დაკავშირებით და რა პოზიცია აქვს ანტიდასავლურ კამპანიასთან და პატივი ვცეთ რეგლამენტს, სადაც მოთხოვნაა, რომ ინტერპელაციის წესით მოთხოვნილ კითხვებზე პასუხები წერილობით უნდა მივიღოთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...