spot_img
მთავარიანალიტიკა"აკელამ ააცილა": ვლადიმერ პუტინი სამარყანდის სამიტზე - ალექსი...

“აკელამ ააცილა”: ვლადიმერ პუტინი სამარყანდის სამიტზე – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

მაშინ, როდესაც უკრაინას მთელი ცივილიზირებული მსოფლიო მხარს უჭერს, რუსეთის მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე დღითიდღე სულ უფრო უარესდება. სამარყანდის სამიტმა ნათლად აჩვენა, რომ პუტინის იმიჯი პლინტუს ქვემოთ არის ჩამოსული. რუსეთის ლიდერი ნაცვლად იმისა, რომ ეფექტური ნაბიჯებს დგამდეს ფრონტის წინა ხაზზე, მოსკოვში ფოერვერკებით დედაქალაქის დღეს დიდი პომპეზურობით აღნიშნავდა. რუსულ ჯარს არ აქვს ნორმალური შეიარაღება, ეფექტური სამხედრო ოპერაციების საწარმოებლად საბრძოლო მასალა, ამუნიცია და ასეთ პირობებში პუტინის მთავარი ამოცანა შეხვედრებში კორონავირუსით გათვალისწინებული დისტანციის დაცვა და პირადი უსაფრთხოებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კომიზმამდე დაიყვანება. ამ დამოკიდებულებას გრძნობენ რუსი ჯარისკაცები და შანსს ხელიდან არ უშვებენ ფრონტის წინა ხაზი დატოვონ და თავს გაქცევით უშველონ.

კიპლინგის წიგნიდან ცნობილი ფრაზა: „აკელამ ააცილა“, ზუსტად შეესაბამება პუტინის დღევანდელ მდგომარეობას. ყველამ იცის, რომ მან მთავარ სამიზნეს, უკრაინას ააცილა და ამიტომ დიქტატორს შეხვედრების დარბაზში ყველა ალოდინებს, ვისაც არ ეზარება. ადრე თუ განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, დღეს სამიტზე ლიდერების არაფორმალურ შეხვედრის დროს დივანზე ემომალი რახმონოვსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მორიდებული იჯდა.

ადრე თუ რუსეთს ევრაზიის კონტინენტზე სიტყვა ეთქმოდა და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთს არათუ დიდ რვიანში ადგილი დააკარგვინა, არამედ აზიის რეგიონშიც რიგით სახელმწიფოდ აქცია, რომელსაც უახლოეს ხანში, შესაძლოა, თვით ბელორუსიც კი შეაქცევს ზურგს. ჩინეთის უპირატესობა დედამიწის ამ ნაწილში სამარყანდის სამიტმაც აჩვენა. მომგებიან მდგომარეობაშია თურქეთი და მასთან ერთად აზერბაიჯანიც. ყაზახეთს ზურგს ჩინეთი უმაგრებს. ოფიციალური პეკინის პოზიცია არაორაზროვნია – ცენტრალური აზიის რეგიონი მისი გავლენის სფეროა და სასურველია უკრაინაში ომი რუსეთმა დაასრულოს.

პუტინის გარდა ყველა ხვდება ამ ომის გაგრძელებას რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს – ჯერ თავად რუსეთისთვის და მერე მსოფლიო წესრიგისთვის. სამწუხაროდ, მოლოდინი იმის, რომ თავად პუტინი მიხვდება ამას, ნაკლებად სავარაუდოა. იგი ცდილობს ბოლო კარტი გაათამაშოს ევროპაში გაზის მიწოდების შეწყვეტის სახით. დატოვოს “ბებერი ევროპა” ამ ზამთარს გათბობის გარეშე, რითაც ვარაუდობს, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერას ბზარი გაუჩნდება. პროცესები კი დაძრულია და საეჭვოა, რომ პუტინის გეგმებს ასრულება ეწეროს.

📷: ინტერნეტიდან

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...