spot_img
მთავარიანალიტიკაუკრაინის ბრძოლის ახალი ტაქტიკა ამართლებს - ალექსი ნონიაძის...

უკრაინის ბრძოლის ახალი ტაქტიკა ამართლებს – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვეც არ იყო გასული ვწერდით, რომ მართალია რუსეთმა ომის წააგო, მაგრამ უკრაინას იგი ჯერ არ მოუგია. აღნიშნული მოვლენებიდან 6 თვის შემდეგ რუსეთმა, არამარტო დაკარგა ზესახელმწიფოს იმიჯი, რომელსაც მსოფლიოში N 2 არმია ჰყავს, არამედ სამარცხვინოდ უკან იხევს, მოწინააღმდეგეს ტექნიკასა და საბრძოლო მასალას ხელუხლებლად უტოვებს. უკრაინა კონტრშეტევაზეა გადასული და უკვე შეიძლება ვისაუბროთ, რომ ომის ბედი უკრაინელების სასარგებლოდ იხრება.

ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქი. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონისა და დონეცკის მიმართულებით. ხარკოვის ბლიცკრიგმა უკრაინული გენშტაბის მართვის ეფექტურობაზე მსოფლიო აალაპარაკა. თავის უკმაყოფილებას ღიად ვერ მალავენ რუსი პროპაგანდისტებიც, რომელთა საქმიანობა სწორედ იმას ემსახურება, რომ რუსეთის ფედერაციაში შიდა აუდიტორიისთვის პარალელური რეალობა შექმნან. მაგრამ სინამდვილე რაც არ უნდა ოსტატურად შენიღბო, შედეგები თავად მეტყველებს ყველაფერზე.

უკრაინის ამ წარმატებას თავისი წინაპირობები ჰქონდა. გუნდურად და კომპლექსურად იმუშავეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, გენშტაბმა და მასმედიამ. რუსებს ყურადღება და ძირითადი რესურსები ხერსონის მიმართულებით გადაატანინეს, ხოლო მთავარი დარტყმა ბალაკლეის მიმართულებით (ხარკოვის ოლქში) მიაყენეს, სადაც ფრონტის წინა ხაზი რუსებს შედარებით მსუბუქად ჰქონდათ გამაგრებული. უკრაინელებმა სიტუაცია გამოიყენეს და თავდაცვის პირველი ზღუდე გაარღვიეს, მაგრამ ქალაქში არ შესულან. მობილური ჯგუფების და მსუბუქი ჯავშნოსანი მანქანების დახმარებით მტრის ზურგში შეიჭრნენ, რითაც მათი პანიკა და სამარცხვინო უკანდახევა გამოიწვიეს.

უკრაინელებისთვის ბალაკლეის გათავისუფლებას სტრატეგიული, ხოლო იზიუმის აღებას ლოგისტიკური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჰაიმარსებით მოწინააღმდეგის ობიექტების დამუშავებითა და კონტრშეტევითი ოპერაციების ჩატარებით უკრაინელების მთავარი სამიზნე რუსების ლოგისტიკის განადგურება და ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპანტებისგან გასუფთავებაა. მსგავსი ტაქტიკით მთავარი სტრატეგიული ამოცანების შესრულება ფაქტია ამართლებს და უკრაინული შეიარაღებული ძალების წარმატებამაც არ დააყოვნა.

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ახლო მომავალში უკრაინის გენშტაბის მოქმედებები რუსული ჯარისთვის კვლავ მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდეს. ყველა შემთხვევაში ზამთრის დადგომამდე, როგორც ხერსონის, ისე დონეცკის მიმართულებით, უკრაინის მხარეს ბევრი რამ აქვს მოსასწრები. კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გათავისუფლება. ყირიმის ხიდის განადგურება, რომელიც მტრის ჯარებისთვის მომარაგების მთავარ არტერიას წარმოადგენს, უკრაინის გენშტაბისთვის ასევე პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს.

უკრაინული ჯარისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰაიმარსების ახალი საბრძოლო მასალით მომარაგება, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ იქნება. ეს მათ მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში დიდი ლოგისტიკური ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს. მით უმეტეს, რომ რუსების საჰაერო თავდაცვის ზღუდეში სუსტი წერტილები უკვე აღმოაჩინეს და ახალი ტაქტიკის, ჰაიმარსებისა, ასევე ბაირახტარების გამოყენებით ადვილად შესაძლებელია მსხვილი სამხედრო ობიექტების განადგურება.

ოქტომბრიდან იწყება ამერიკული ლენდ ლიზის პროგრამა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ზამთრის დადგომამდე მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს ფრონტის წინა ხაზზე.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...