პარასკევი, ივნისი 27, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაგარდაიცვალა ნოდარ ხადური

გარდაიცვალა ნოდარ ხადური

49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, პროფესორი ნოდარ ხადური.

2012-2016 წლებში ნოდარ ხადური იკავებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას. შემდგომ კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს.

ნოდარ ხადური 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

1999-2000 წლებში იკავებდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობას;

2003-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საპარლამენტო მდივნის თანამდებობებს.

ნოდარ ხადური იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც აშშ-ში, შვედეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანშია გამოქვეყნებული.

 

UPD (17:50): პუბლიკაციას ვამატებთ და უცვლელად ვაქვეყნებთ კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების გამოსათხოვარ წერილს:

სრულიად შეგვძრა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, პროფესორ ნოდარ ხადურის მოულოდნელმა გარდაცვალებამ.

იგი იყო საქვეყნოდ ცნობილი ეკონომისტი, პრინციპული და სამართლიანი ხელმძღვანელი, ინტელექტუალი, ერთგული და უშუალო პიროვნება, რომლის იმედი და გვერდში დგომაც ყოველთვის იგრძნობოდა მასთან ურთიერთობისას.

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისადმი მისი ბოლო სიტყვები იყო: „ყველაფერი წინ არის!“

სამწუხაროდ, ბატონ ნოდარს ბევრი გეგმა და იდეა დარჩა განუხორციელებელი, რაც დიდი დანაკლისია როგორც კონკურენციის სააგენტოს, ისე სრულიად საქართველოსათვის. მისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ დიდხანს გაყვება მის თანამშრომლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.

განუზომელი მწუხარებით, გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყველას, ვინც ამ არაჩვეულებრივ ადამიანს იცნობდა.

მშვიდობით ბატონო ნოდარ და მადლობა ყველაფრისათვის!

პანაშვიდი: 12 -13 სექტემბერი, თბილისი, სიონის საკათედრო ტაძარი

გამოსვენება: 14 სექტემბერი, 14:00 საათი, სიონის საკათედრო ტაძარი

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...