ორშაბათი, აგვისტო 4, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით" -...

“დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით” – მიხეილ სააკაშვილი

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გეოპოლიტიკური შეფასებები გამოქვეყნდა, სადაც ჩინეთის კონკრეტულ ინტერესებზე საუბრობს, რუსეთთან მიმართებაში:

პირველად ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა ღიად გამოხატა შეშფოთება და კითხვის ქვეშ დააყენა რუსეთის მოქმედებები – ეს საჯაროდ თქვა ვინმემ კი არა – თავად ვლადიმერ პუტინმა. შეხვედრის ღია ნაწილის დროს მან თქვა, რომ პასუხს გასცემს ჩინეთის შეშფოთებასა და კითხვებზე. ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

საქმე იმაშია, რომ დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით. ის მუშტრის თვალით უყურებს ციმბირს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს უმდიდრესი რესურსებით. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ჩინეთმა უარი თქვა იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე და მსოფლიო ფასზე ორჯერ იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობს.

პუტინმა უკიდურესად მძიმე შეცდომა დაუშვა ჩინეთთან მიმართებაში. ამასობაში, ჩინეთმა უკვე “აახია” რუსეთს ყაზახეთი და თვალი უჭირავს მთელს შუა აზიაზე. წესით, პუტინი ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს ამ საკითხის გამო“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“ეს მთელი დომხალი გამოწვეულია კორუფციით, არაკომპეტენტურობით და ზოგადად ადამიანების მიმართ დამცინავი დამოკიდებულებით” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“სად გაგონილა მეგობარი გიკვდებოდეს და მზეს ეფიცხებოდე?!” – ეკა ხერხეულიძე მამუკა მდინარაძეზე

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...