ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგართობა და დასვენებამუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" იხსნება

მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისი” იხსნება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და თბილისის მერია 16 სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოგიდგენთ 30-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი“.

ფესტივალი გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 12 კონცერტით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები. მათ შორის, თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ლა სკალას კამერული ორკესტრი, საქართველოს კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის „თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი“, ტონი მომრელი და ბენდი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, გორის და თბილისის ქალთა გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები „რუსთავი“, „ბასიანი“ და „შავნაბადა“. ასევე, დირიჟორები: ვახტანგ კახიძე, გაბორ ჰოლერუნგი და მირიან ხუხუნაიშვილი.

ფესტივალის ფარგლებში, 23 ოქტომბერს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალი, რომლის სულის ჩამდგმელია მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრის, განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას. ფესტივალზე მსმენელს ეძლევა შესაძლებლობა, გაიცნოს პროფესიული მუსიკის სფეროს გამოჩენილი მუსიკოსები.

ფესტივალის პარტნიორებია: ქალაქ თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმრო „სითი ავენიუ“ და რესტორანი „მუხამბაზი“.

საინფორმაციო მხარდაჭერებია: საქართველოს პირველი არხი და რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

კონცერტების დასაწყისი: 19:30 საათი, მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. N123ა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა” – კახა კალაძე

„ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა“, -...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 30...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...