ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"რისკი რომ არსებობს, ამას მტკიცებაც არ უნდა, როდესაც...

“რისკი რომ არსებობს, ამას მტკიცებაც არ უნდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია” – შალვა პაპუაშვილი “მეორე ფრონტის” გახსნასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებებზე. მისი განცხადებით, სხვადასხვა პირების მხრიდან ხშირად ხდებოდა საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის გამოხატვა:

,,რისკი რომ არსებობს, ამას მტკიცებაც არ უნდა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და როდესაც რუსი სამხედროები ამ შენობიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში არიან განთავსებული.

სხვადასხვა აქტორების მხრიდან ხან პირდაპირი, ხან ირიბი, ხან შეფარვითი, ხან შეგულიანება ხდებოდა ან პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველო გარკევულწილად ამ პროცესში ჩაერთოს.

სამხედრო დაპირისპირებას, რაც შეეხება – ეს ისეთი თემა არის, როდესაც ხელისუფლებაც კი ვერ გადაწყვეტს. ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას და აქ ხაზგასმა პარტიის თავმჯდომარეს უნდოდა იმაზე, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების ინტერესსაც, მათ მოსაზრებასაც და ა.შ. და არის გახმოვანება ცალკეული ადამიანების აზრისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის: პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერის აზრით საჭიროა ქვეყნის მოსახლეობას აზრი გაგება/გათვალისწინება ამ საკითხთან დაკავშირებით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი, სად არის აღშფოთებულ-შეშფოთებულ ევროთვალთმაქცების ძაღლის თავი დამარხული…” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...