უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მიმართებაში განსაკუთრებულ პოზიტიურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:
“რას არ უწოდებდნენ ზელენსკის, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ უვიცნი და გარეწარნი ამა სოფლისა, მან კი ქვეყანა დაიცვა ღირსეულად ხალხთან ერთად, მსოფლიო ისტორია დაწერა, ბეჭებზე დადო მთელს მსოფლიოში ტერორისტად ქცეული ოკუპანტი.
რაც მთავარია დაამსხვრია რუსეთის იმპერიის უძლეველობის მითი, დაბერდა ჩვენს თვალწინ და თვალებში სევდა, სიმტკიცე – ნებისყოფა კიდევ უფრო გამოჩნდა, იტვირთა და ზიდა კიდეც ქვეყნის ღირსებისთვის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა და ეს მხოლოდ ხალხთან ერთად მოხდა, იმ ხალხთან ერთად თავად რომ იტვირთეს სამშობლო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

