spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას არ უნდა, რომ "ქართული...

მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციას არ უნდა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს წარმატება ევროინტეგრაციის მიმართულებით

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მორიგ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს ოპოზიციის მიმართ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ ოპოზიციას 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების დაინტერესება არ აქვს:

საუბედუროდ დღეს გვყავს ოპოზიცია, მათ შორის, არც თუ ისე მცირედ წარმოდგენილი პარლამენტში, რომლისთვისაც პრიორიტეტები არის იმგვარად ფორმულირებული და ჩამოყალიბებული, რომ მათ მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ.

მათთვის საქართველოს ინტერესი, საერთო საზოგადო საქმის ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული. ვიწროპარტიული და მერკანტილური ინტერესია მათი ქმედებებისა და დღის წესრიგის ძირითადი განმაპირობებელი.

საუბედუროდ, ასეთია მათი ბუნება და ამიტომაც არის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა 12 პუნქტის შესრულება და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯის გადადგმა, არამედ მათი ამოცანაა, რომ რამენაირად ამას ხელი შეუშალონ.

ოპოზიციას არ უნდა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საქართველოს ჰქონდეს ისეთი წარმატება, როგორიც არის მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მიმართულებით,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...