საქართველო მე-3 პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივამედში“ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით:
,,ტენდენცია არის წონის დაკარგვა და ზოგადი სისუსტე, რაც აქვს.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, რომ სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათ ეკისრებათ.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს!
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ახლა მუშაობს, დადებს დასკვნას და ამ დასკვნის საფუძველზე მოხდება მისი გადაყვანა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


