შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვათეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანასა და ავლევში...

თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ჩორჩანასა და ავლევში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი განაგრძობს გამყოფი ხაზის სოფლებში ვიზიტებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას.

სახელმწიფო მინისტრი, საოკუპაციო ხაზთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ავლევში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფელი კნოლევისა და ცერონისის მაცხოვრებლები.

როგორც თეა ახვლედიანმა განაცხადა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სოფლებს სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან მათ წინაშე არსებული საჭიროებები განიხილეს.

ვაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან.

შიდა ქართლის რეგიონის გამყოფი ხაზის სოფელ ჩორჩანაში, ავლევში, კნოლევსა და ცერონისში, რომელთა მაცხოვრებლებთან დღეს გავმართეთ შეხვედრები, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას განვიხილეთ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვიმსჯელეთ მათი შემდგომი გადაჭრის გზებზე.

ასევე ვეწვიეთ სოფელ ავლევის საბავშვო ბაღს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და რომელიც უკვე ამ სასწავლო წელს, პირველად, მიიღებს 30-ზე მეტ აღსაზრდელს 3 სოფლიდან. საქართველოს მთავრობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, შემდგომშიც განაგრძობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას და მათ მხარდაჭერას მსგავსი პროექტებით და მათ წინაშე არსებულ საჭიროებებზე მორგებული მიდგომით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...