spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც საკუთარი...

“ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო” – თეა წულუკიანი

მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავე განცხადებას აკეთებს პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ლიდერის ხატია დეკანოიძის პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოს როლზე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე:

,,ხატია დეკანოიძე წარმოადგენს უკვე ძალიან ბევრი წელია რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს თუ დავარქმევთ პირობითად, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო.

მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს ის მოქალაქე, რომელმაც, თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო.

როგორც ჩანს მას დღემდე აღრეული აქვს ვისი შვილია? რომელია მისი სამშობლო? და რომელ ქვეყანას წარმოადგენს?“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის: ხატია დეკანოიძე ტვ ,,პირველის ეთერში“ შეფასებას აკეთებს უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებით:

,,უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას – შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი. ეს არის გეოპოლიტიკური, უდიდესი შანსი ხელიდან გაშვებული და ,,ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...