spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამოცანა არის რეჟიმის შეცვლა - შესაცვლელია რაც შეიძლება...

“ამოცანა არის რეჟიმის შეცვლა – შესაცვლელია რაც შეიძლება მალე” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ვადამდელ არჩევნებსა და ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე წერს:

ვადამდელზე:

ეს რეჟიმი არის შესაცვლელი. ამოცანა არის რეჟიმის შეცვლა. შესაცვლელია რაც შეიძლება მალე.
შესაცვლელია ყველაზე ნაკლები ზიანით და დემოკრატიული მთავრობით ისე, რომ თავისუფალ სამყაროს დავუახლოვდეთ.

ამას სჭირდება ერთი რამ – ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შედეგს დასჭირდება.
ბევრი ხალხი სჭირდება ვადამდელსაც და არავადამდელსაც იმიტომ, რომ შემდეგი არჩევნები სასურველია სუს-ის კონტროლის გარეშე ჩატარდეს და ეს ბევრმა ხალხმა შეიძლება აიძულოს.
ანუ ივანიშვილი არჩევნების გზით უნდა წავიდეს, ესაა ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ არჩევნები მან არჩევნებამდე უნდა წააგოს.

ამას სჭირდება, რომ ყველა პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს ჰყავდეს აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც ლიდერებს ენდობიან და მათთან ერთად იბრძვიან ქუჩაში.

სანამ ეს არ იქნება, მანამდე ვადამდელის ყვირილია სისულელე, თორემ ვადამდელი სწორი გზაა, თუ ვიგებთ – რაც მალე, მით უკეთესი.

ოღონდ უნდა ვიგებდეთ! და ეს ქუჩამ უნდა აჩვენოს – ქუჩაში ხალხმა.
ხალხმა რომ აჩვენოს, ამისთვის ამ ხალხმა საკუთარი თავი უნდა დაინახოს ალტერნატიულ დღის წესრიგში.

სახლი შენდება საძირკვლიდან.
სახურავიდან სახლი არ შენდება.

ამოცანა რეჟიმის შეცვლაა, ვადამდელი მხოლოდ გზაა და ამ გზას მაშინ უნდა დაადგე როცა იცი, რომ ცვლი და 100 ათასი კაცი დგას ქუჩაში,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...