შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"დღევანდელი სასკოლო სისტემა "სახელმწიფოს მავნებლური მართვის" ანარეკლია" -...

“დღევანდელი სასკოლო სისტემა “სახელმწიფოს მავნებლური მართვის” ანარეკლია” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე, მორიგი სასკოლო სეზონის წინ, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და სიტუაციის გამოსწორების მიზნით კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს ხელისუფლებისადმი, განათლების სამინისტროსადმი:

განათლების სისტემის ჩამოშლაზე და სწავლის ხარისხის გაუარესებაზე წუხილი ახალი არ არის. მოსახლეობის 51% აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულში განათლების ხარისხი სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. თუმცა, რატომ გვაქვს საქმე ასე შავად და რითია გამოწვეული ეს ჩავარდნა სასკოლო განათლებაში, სიღრმისეული გაანალიზება არ ხდება. საზოგადოების ამ ნაწილისთვის ერთი კი ცხადია, რომ რომ როგორც მთელ ქვეყანას, ისე განათლებას არც პატრონი და არც მომკითხავი არ ჰყავს.

თევზი თავიდან ყროლდებაო” ხომ გაგვიგია?! განათლების სისტემის მთელი უბედურების სათავეც მმართველობის ნაკლოვანებაშია საძიებელი. დღევანდელი სასკოლო სისტემა „სახელმწიფოს მავნებლური მართვის“ ანარეკლია. სკოლა ერთგვარი მინი-მოდელი და ზუსტი ანალოგია იმ „ფიქტიური დემოკრატიული მმართველობის“, რომელიც გავრცელებულია სახელმწიფოს მართვის მთელ სისტემაზე.

დღეს, 2086 საჯარო სკოლიდან უმრავლესობას მართავს არა საყოველთაო ნდობით არჩეული საგანმანათლებლო ლიდერი, არამედ „ზევიდან“ ხელდასხმული დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირი, რომლის არც კომპეტენცია, არც კეთილსინდისიერება და არც ანგარიშვალდებულება სასკოლო საზოგადოების წინაშე არავისთვისაა ცნობილი და არც არავის შეუმოწმებია. ამგვარი სუბიექტების მთავარი „დაკვეთა“ სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა მოსწავლისა თუ მასწავლებლის განვითარების ხარისხი. მოდელი ანალოგიურია სახელმწიფო მმართველობის შემთხვევაში, რადგან მთავრობის „მეთაურისა“ თუ მინისტრთა კაბინეტის ანგარიშვალდებულება კვლავ „ზემოდან დამკვეთის“ კმაყოფილებით განისაზღვრება და არა ხალხის ინტერესითა და კეთილდღეობის ზრდით.

სკოლის მართვის მავნებლური პრაქტიკა გავრცელდა მომდევნო რგოლზეც. „გათიშე და იბატონე“ პრინციპით სახელმწიფომ მასწავლებელთა სქემის წარუმატებლობა საკუთარ იარაღად აქცია. მასწავლებელთა „წინსვლისა და განვითარების“ ნაცვლად სტატუსების, საათებისა თუ სახელფასო გადანაწილების არასამართლიანმა პრინციპმა სკოლა პედაგოგიური საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად აქცია. კრედიტომანიითა და მუდმივი საგამოცდო ექსპერიმენტებით დაქანცულ მასწავლებლებს ყურადღების მიღმა დარჩათ მთავარი – მოსწავლე და მისი აკადემიური მიღწევევბი, რადგან საკუთარი თავის „გადარჩენის“ ამოცანა დაუყენა სახელმწიფომ.

რაშია გამოსავალი? პასუხი ცალსახაა: განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაში, სადაც სკოლა თავისუფალ, განმავითარებელ და შედეგიან საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს მოსწავლესა და მასწავლებელს და არა პოლიტიკური თუ საარჩევნო გარანტიების პლაცდარმს ხელისუფლებებისთვის“, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...