ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა...

კახა კალაძე: ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისობის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.

ეს დღესასწაული, რომელიც ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია, წელს ისევ გაიმართება. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის პირველ უქმეებზე, 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. „თბილისობა“ იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით.

„თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. ასევე, ღონისძიებები გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების პროგრამის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს აჟიოტაჟი მიზანმიმართულია. მისი თქმით, ჩვენი ქალაქი იმსახურებს, რომ თბილისობა ღირსეულად აღინიშნოს.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციებს, მათზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე და შემოქმედებით ღონისძიებებზე, მასზე წინასწარ ტენდერის გამოცხადება არის შეუძლებელი.

ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია ყველა ტიპის სადღესასწაულო ღონისძიების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს.

იგივე სიტუაციაა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს. მათ აუცილებლად უნდა მოატყუონ, ყოველ შემთხვევაში, ეცადონ, მოატყუონ საზოგადოება, რომ თბილისის მერიას მილების ჩადება დაავიწყდა, ან თითქოს ჭის თავების წამოწევა დაგვავიწყდა და ხელმეორედ დავიწყეთ ქუჩების გადათხრა და ასე შემდეგ.

საზოგადოებამ კარგად იცის მათი ხელწერა. ისინი ყოველდღიურად სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული. რაც შეეხება თბილისობას, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ აღნიშნული ღონისძიებებით. ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...