კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კრიტიკული" - ეკა...

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კრიტიკული” – ეკა ხერხეულიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ რაც მეტი ექსპერტი ჩაერთვება პროცესში, მათ შორის ხელკისუფლების მხრიდან – ალტერნატიული, უკეთესია და ამასთან იგი ხაზგასმით აცხადებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

,,რაც მეტი ალტერნატიული კომისია თუ ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთვება ამ საქმეში, მით მეტი ადამიანი იტყვის მხოლოდ ერთს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკული.

მე ამის არ მეშინია – მდგომარეობის შეფასების. მეშინია იმ ჯანმრთელობის მდგომარეობის, რაც ამ ადამიანს ახლა აქვს.

სწორად იყოს განწყობილი ნებისმიერი ექიმი, რომელიც შევა პაციენტთან და ნახავს – ექნება პასუხი მხოლოდ ერთი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კრიტიკული.

ცხადია, ეს არის დროის გაჭიანურების მცდელობა, თუმცა მათ ყოველთვის შეუძლიათ შევიდნენ შუამდგომლობით, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ. ამიტომ გადასარევი იქნება, თუ ამ დროს, როდესაც კვალიფიციური ექსპერტები იკვლევენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათი ინტერესი დაემთხვევა ამ პერიოდს და ერთად დადებენ დასკვნას“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ნუ ჩქარობთ, ნუ გიყვართ ადამიანის გაწირვა და ხაზის გადასმა, როცა არც კი იცნობთ მას...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ გირაოს გადახდის გამო...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...