პარასკევი, აპრილი 26, 2024

“დღეს ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოს მაცხოვრებელთა 10% ძალიან მალე შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქე” – გიორგი ვაშაძე

რუსეთის მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში მასიურ შემოსვლაზე, საქართველოში რუსული ბიზნების წარმოებასა და ამ მხრივ მაკონტოროლებელი მექანიზმის არარსებობის თაობაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია. საკითხთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს და კონკრეტული საფრთხეების შესახებ საუბრობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე:

,,დღეს ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოს მაცხოვრებელთა 10% ძალიან მალე შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქე. ეს ნიშნავს ზე-მწვავე საფრთხეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

როცა ამაზე ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არაფერია; როცა ამაზე ხელისუფლება ამბობს, რომ მე არანაირ ქმედებას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებ – ეს ნიშნავს, რომ ,,ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს თავის მთავარ პარტნიორად საქართველოში გაიხადოს რუსეთის მოქალაქეები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული