spot_img
მთავარიანალიტიკასეზონური ხანძრები საქართველოში: რა პრევენციული ზომები ხორციელდება მათ...

სეზონური ხანძრები საქართველოში: რა პრევენციული ზომები ხორციელდება მათ აღმოსაფხვრელად? – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

სეზონური ხანძრები საქართველოში უკვე სიახლეს არ წარმოადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცეცხლმა ათეულობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. სტიქია განსაკუთრებით ბორჯომის ხეობას უტევს. ნადგურდება უნიკალური ხის ჯიშები. ზარალდება როგორც ფლორა ისე ფაუნა. მათ სრულყოფილად აღდგენას ათეულობით წლები დასჭირდება. ვკარგავთ ისეთ სიმდიდრეს, რასაც ვერცერთ უცხოურ ვალუტაში ვერ შევიძენთ და ვერც ვერაფრით ვერ დავაკომპესირებთ.

სტიქიასთან ბრძოლა მარტივი არ არის სათანადო ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. განვითარებულ სახელმწიფოებში საგანგებო სიტუაციებისთვის სპეციალური პროტოკოლები მოქმედებს, რომელშიც კოორდინირებულად სხვადასხვა სტრუქტურები არის ჩართული და შეთანხმებულად მოქმედებენ. სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის პრეცედენტულ გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყოველი ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ ხდება დეტალური ანალიზი იმისა, თუ რა გახდა სტიქიის მაპროვოცირებელი ფაქტორი (ბუნებრივი, ხელოვნური), რა ზიანი მოუტანა მოსახლეობასა და ეკონომიკას, რა გაკეთდა სწორედ, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად, რომ შემცირებულიყო სტიქიის შედეგები და ა.შ. სათანადო დასკვნების გაკეთებას და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების მიღებას ხშირ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

რა დასკვნები გამოიტანა საქართველომ გახშირებული სეზონური ხანძრებისგან, რა ზომები იქნა მიღებული სახელმწიფოს მხრიდან მათი თავიდან არიდების მიზნით ან უკვე მიყენებული ზიანის შესამცირებლად? ჩავთვალოთ, რომ რიტორიკული კითხვაა, რადგან ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ გადადგმულა. პირველივე შემთხვევამ აჩვენა, რომ საქართველოს მთიანი რეგიონებში ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია. საჭიროა სპეციალური საფრენი აპარატები, რომლებიც ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო სამუშაოებისთვის გამოიყენება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი ტექნიკის არამცთუ შეძენაზე, ლიზინგით შემოყვანაზეც კი არ დაფიქრებულა. არადა ავიაციის გარეშე მთის ციცაბო ფერდობებზე, სადაც ადამიანს ფეხი არ მიუწვდება ცეცხლის ჩაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასევე ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს მოსახლეობაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: გახშირებულ ხანძრებს რა იწვევს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან დივერსიულ ქმედებებს ხომ არ აქვს ადგილი? საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს ამ საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგები, ხოლო მთავრობა ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს, თუმცა ამას არ აკეთებს – რაც ცალკე პრობლემას წარმოადგენს.

პირველ რიგში სამართალდამცავებს უნდა დაედგინათ პირველადი ცეცხლის კერები – ეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქმედების შედეგია, თუ ბუნებრივ მოვლენათა მსვლელობით გამოწვეული რეზულტატი. თუ ადამიანის ნამოქმედარია, უნდა გარკვეულიყო საქმე დივერსიასთან გვაქვს, თუ დაუდევრობასთან?

ჩემი აზრით ამდენი შემთხვევითობა და დამთხვევა შეუძლებელია ამიტომ ბუნებრივი მოვლენები უნდა გამოვრიცხოთ. შედეგად მინიმუმ გულგრილობა მაინც გვრჩება. სწორედ იმის გამო, რომ გამოძიებამ სათანადოდ არ იმუშავა, არ გამოავლინა ხანძრის გამომწვევი მიზეზები და პასუხისგებაში არ მისცა კონკრეტული პირები, სტიქიამ დღეს სისტემური სახე მიიღო და არ ვართ დაზღვეული, რომ იგივე ხვალაც არ მოხდება.

კონკრეტული პირები, რომ დასჯილიყვნენ როგორც სამართლებრივად ისე პოლიტიკურად ამას პრევენციული ხასიათი ექნებოდა და მომავალში ბევრ შეცდომებს ავარიდებდით თავს. აღარ ვსაუბრობთ დივერსიული აქტებზე, რომელიც ცალკე განხილვის თემაა და სპეცსამსახურების მხრიდან სათანადო კვლევას მოითხოვს, რაც სახელმწიფოს პრესტიჟის საქმეა.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაზე ამორალური ამ ისტორიაში ისაა, რომ თან ჰპარავენ საჭმელს და თან აიძულებენ ხმა ქოცებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით მიმდინარე...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ადამიანი, რომლის სახელიც ცოდნას უკავშირდებოდა, ამქვეყნად სიცოცხლეს შესაბამის ადგილას გააგრძელებს” – გიორგი კეკელიძე გიგა...

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...