spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ომში, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არის...

“ამ ომში, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს” – ლევან ხაბეიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომთან და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დელეგაცია უკრაინაში არ იყო წარმოდგენელი. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ინტერვიუში მწვავე შეფასებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი:

,,ცხადია, ოფიციალური თბილისი, ხელისუფლებიდან უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი დედაქალაქ კიევში, ჩვენს თანამოძმე უკრაინელებთან ერთად.

ცხადია, იქ უნდა აღენიშნათ დამოუკიდებლობის დღე. თუმცა, არა თუ ამას აკეთებენ, არამედ ბათუმში კონცერტი, რომელიც დაგეგმილი იყო ფაქტობრივად ჩაშალეს.

ამასობაში არანაირი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უკრაინის დამოუკიდებლობას, ამ დღის აღნიშვნას, ჩვენი მოძმეებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას, ოფიციალურ თბილისს ან ხელისუფლებას, ან დედაქალაქის მერიას, ან რომელიმე მუნიციპალიტეტს დაგეგმილიც კი არ აქვს.

ეს ნათლად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას. ამ ომში, ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება არის რუსეთის მხარეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“სულ ვფიქრობდი, ასე რამ გაამწარათ-მეთქი? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ხალხის ასეთ დაცინვაზე რატომ წავიდნენ-მეთქი” –...

თანამდებობის პირების მაღალ ხელფასებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და მძიმე...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...