spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მისი გახუნებული პორტრეტი აეროპორტის ტრასაზე ანარეკლია სრულიად ნაციონალების,...

“მისი გახუნებული პორტრეტი აეროპორტის ტრასაზე ანარეკლია სრულიად ნაციონალების, დესტრუქციული ელემენტების, კვაზი მთავრობების შლეგი, ლიბერალური იდეების გახუნების…” – ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობაზე”

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მორიგ პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

რა საოცარია ეს ცხოვრება…
ოდესღაც დიქტატორი, თავისიანებში “პირველი ღამის” უპირობო უფლებით, კალიგულასეული მადით და გეროსტრატეს სინდრომით შეპყრობილი, “Mein kampf”-ის გადამმღერებელი, “ა-ლა” ალკატრასის, დიარბაკარის და კარანდირუს ციხის სისტემის შემოქმედი საქართველოში, დღეს გახუნდა…

მისი გახუნებული პორტრეტი აეროპორტის ტრასაზე ანარეკლია სრულიად ნაციონალების, დესტრუქციული ელემენტების, კვაზი მთავრობების შლეგი, ლიბერალური იდეების გახუნების…

დღეს ანასხლეტები ცდილობენ გახუნებულ ლიდერს კვლავაც ერთულება დაუმტკიცონ, არადა თავად გადაჩეხეს უფსკრულში, მიწაც მიაყარეს, ვერცხლიც ჩაიჩხრიალეს, მაგრამ მაინც…

მათი როკვა, გვემა, გახუნებული, მოტეხილი, ღირსებააყრილი ღვთაების გაცოცხლების მცდელობა ისეთივე საბრალო და უსუსურია, როგორც ეს, ტრასაზე გამოკიდებული კოროზია მოდებული პორტრეტი 20×20-ზე…

გამოგეცვალათ მაინც…

არადა ისტორია მეორდება, ყველა დიქტატორი ერთნაირად ასრულებს ცხოვრებას, მარტოობასა და თვითგვემაში…

…ახლა გვალვების სეზონია, ხე ვეღარ ისხამს ფოთოლს, ის უბრალოდ ხუნდება, წყდება და სამუდამოდ ტოვებს დედა ხეს…

ხის დარგვას ცოდნა უნდა, წყალს გაფრთხილება, სამშობლოს სიყვარული… ცოდნა და სიყვარული არაა თქვენი ძლიერი მხარე.

არც გამოგდით და ვერც ეშვებით…

P.S. მე? მე გული მწყდება ოდესღაც ონავარ, გონებაგახსნილ, ბიჭზე პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...