კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილმა შექმნა საარჩევნო, ცივი ომის მთავრობა - დავით...

ივანიშვილმა შექმნა საარჩევნო, ცივი ომის მთავრობა – დავით უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს “საზოგადოებრივ არხთან” ინტერვიუში:

ივანიშვილმა შექმნა საარჩევნო, ცივი ომის მთავრობა. ეს არ არის ქვეყნის მართვის გამიზნული მთავრობა, ეს არის პრაქტიკულად საარჩევნო შტაბი. ამას სხვა ანალიზი არ უხდება. მან გაამაგრა ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც დამნაშავესთან და მტერთან საბრძოლველადაა მოგონილი და საზოგადოების მინიმუმ ნახევარს უთხრა, რომ მე აღიქვამთ დამნაშავედ და მტრად. სხვა პოზიტიური, გაკეთებული და იმედის მომცემი მას აღარაფერი შეუძლია, შესთავაზოს საზოგადოებას.

გახარიას დანიშვნის მეორე ასპექტია ის, რომ ძნელად მოიძებნებოდა სხვა კანდიდატი, რომელიც შეძლებდა ამ დონეზე გაეღიზიანებინა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოცნების ამომრჩეველი არ არის. ივანიშვილის ინტერესიც ზუსტად ეს არის, რაც შეიძლება მეტად გააღიზიანოს ყველა, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის და ემოციურ ფონზე მოიპოვოს უპირატესობა ამ მაღალტემპერატურიან, სამოქალაქო დაპირისპირებაში.

როცა ზოგადად ლიდერი, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი ასე ცინიკურ ნაბიჯს დგამს, ამას მოჰყვება მღელვარება, გაბრაზება და იმ უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ნათლად ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, ანუ საზოგადოების გამთლიანების ნაცვლად, რაც ივანიშვილის მთავარი ამოცანა და დაპირება იყო, ეს უფსკრული კიდევ უფრო გაფართოვდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...