spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აჭარაში გვაქვს ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი და წელს,...

“აჭარაში გვაქვს ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი და წელს, სავარაუდოდ, იქნება რეკორდული წელი ტურისტული ტრაფიკის და შემოსავლების მიმართულებით” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენელი დაფიქსირდა. სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. აღნიშნულ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, სტატისტისტიკური მონაცემით აჭარაში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებლები უსწრებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოლოდინებს და პროგნოზებს:

,,აჭარაში გვაქვს ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი და წელს, სავარაუდოდ, იქნება რეკორდული წელი ტურისტული ტრაფიკის და შემოსავლების მიმართულებით. ივლისი შემოსავლების თვალსაზრისით იყო რეკორდული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. ამისათვის, არასეზონის დროსაც დაგეგმილია შესაბამისი ღონისძიებები, რომელსაც განახორციელებენ როგორც ტურიზმის დეპარტამენტი, ასევე სხვა უწყებები. მაქსიმალურად ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ტურისტული სეზონი გავახანგრძლივოთ და როგორც სექტორს, ასევე, მთლიანად რეგიონს მივცეთ საშუალება ისარგებლოს შემოსავლების ზრდით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა, ბათუმის აეროპორტში სრულადაა აღდგენილი საერთაშორისო ვიზიტები.

,,აჭარაში სრული აღდგენა გვაქვს შიდა ვიზიტების თვალსაზრისითაც. გაზრდილია მოთხოვნა ქობულეთი, გონიო, სარფი, კვარიათის მიმართულებითაც და აღნიშნულ საკურორტო ზონებზე, წინასწარი მოკვლევით სასტუმროების დატვირთვა აგვისტოში არანაკლებ 90 % იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფრენების მიმართულებით სრულად აღდგა 2019 წლის მაჩვენებელი და უკვე აგვისტოს თვეში დაგეგმილია 400-ზე მეტი რეისი მხოლოდ ბათუმის აეროპორტში. რაც ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რაც გვქონდა 2019 წელს არის გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისითაც.

მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აგვისტოს განმავლობაში, კი ბათუმის მიმართულებით 400 ფრენაა დაგეგმილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, ბათუმის აეროპორტში 12 ქვეყნიდან 370 საერთაშორისო რეისი განხორციელდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ ”...

„ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ...

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...