ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სპეციალური განცხადება

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სპეციალური განცხადება

თიბისი ბანკის ყოფილი მმართველები, ბიზნესმენები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  თავიანთი განცხადებით ეხმიანებიან საქართველოს პროკურატურის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 6 სექტემბერს უწყებას დაგეგმილი აქვს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით:

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია. შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე, სადაც ბრალდების ორგანომ – პროკურატურამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცოს პირის დამნაშავეობა, არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო პროცესი.

აღნიშნული დახურული შეხვედრა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი პრინციპების უხეშ უპატივცემულობას. ჩვენთვის გაუგებარია რას შეიძლება ემსახურებოდეს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ ერთი მხარის მიერ ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელზეც ჯერ სასამართლო განხილვა არც კი დაწყებული) გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესამდე გაგვასამართლონ და გამოგვაცხადონ დამნაშავეებად.

ამგვარი შეხვედრით პროკურატურა ღიად ცდილობს ამ პოლიტიზირებულ საქმეზე, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე. ეს მცდელობა აჩვენებს, რომ პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან და ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისს განიცდის ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე
რომ აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებებს აქტიურად აკეთებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მედიაში დეტალურად განიხილავენ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მმართველი პარტიის ეს წარმომადგენლები საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებამდე,ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებულად და დამახინჯებულად გადმოცემით, ცდილობენ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შექმნას საზოგადოებრივი აზრი ამ საქმესთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვითხოვთ საქმის გამჭვირვალედ წარმართვას, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული ყველა სტანდარტის დაცვით.თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, აღნიშნულ საქმეზე ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები, მივიჩნევთ, რომ ეს ექსპერტები უნდა იყვნენ არა პროკურატურის მიერ დაქირავებული იურისტები, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად, არამედ მისგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტები, რომლებსაც მიეწოდებათ საქმის შესახებ სრული და ყოველმხრივ ინფორმაცია და ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ აზრი მიმდინარე საქმეზე” – აცხადებენ ბიზნესმენები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ვერა და ვერ გამოვიდა კოლექტიური დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, “ვარდების რევოლუციის” ნირვანიდან” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული პრეტენზიები დასავლეთის მიმართ: "ვერა და ვერ...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...