,,ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მწვავე განცხადებებთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოში აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანთან მიმართებაში, კომენტარს აკეთებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე:
,,ჩვენ დახურულად გვაქვს დისკუსიები ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვალთ და ასე ვთქვათ – საჯარო რიტორიკას წარვმართავთ ამ საკითხების ირგვლივ.
ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ ეს არის თუნდაც იმ 4 ადამიანის მხრიდან განცხადებების კეთება ან ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც დღეს დღის წესრიგში და აქტუალურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე კამპანიური ხასიათი აქვს მიღებული, ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე