შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიპირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკში შუალედური არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა.

განკარგულება შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ – https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11031339-gankarguleba-1532022-12082022

საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი – https://cesko.ge/static/file/202208121025-%E2%84%96156_2022-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98.pdf

ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...