spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ხუთი პირის დაკავების თაობაზე:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2022 წლის 1 მარტიდან, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას, სამოხელეო დანაშაულის გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ასევე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრისა და სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა) გამოძიებაც დაექვემდებარა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, აქტიურ საინფორმაციო და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებას გეგმავს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...