spot_img
მთავარიაქტუალური თემებიპრემიერ მინისტრობის კანდიდატები, მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელის პირობებში...

პრემიერ მინისტრობის კანდიდატები, მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელის პირობებში…

მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე ჯერ არ აპირებს თანამდებობიდან წასვლას, ასე ვთქვათ, “მაგრადა დგას” და საჯარო განცხადებების თანახმად, მის გადადგომას, არც “ქართულ ოცნებაში” განიხილავენ დღეისათვის, თუმცა საზოგადოებაში მაინც მუსირებს აზრი, რომ მოსალოდნელია სერიოზული სამთავრობო ცვლილებები და კვირიკაშვილის მსგავსად, ერთ დღეს, შესაძლოა, ბახტაძეც ვიხილოთ თავისი ვარაუდისა თუ მოლოდინების საწინააღმდეგო რეალობაში.

და მაინც, ვინ განიხილება პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებად?

უპირველეს კანდიდატად, მაინც, მოქმედი შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გიორგი გახარია მიიჩნევა, მიუხედავად მის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობისა, რაც 20-21 ივნისის მოვლენებს მოჰყვა. გახარიას მიმართ თავის კეთილგანწყობას არ მალავდა ბიძინა ივანიშვილი, საპროტესტო მოძრაობის პიკის დროსაც კი.

მან (გახარიამ) მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო. მან მოახერხა და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და ახალი უბედურება არ მიიღო საზოგადოებამ,” – აღნიშნავდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

კანდიდატებს შორის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გვარმაც გაიჟღერა. მაია ცქიტიშვილი ერთგვარ დაბალანსებულ კანდიდატურადაც შეიძლება ჩაითვალოს და მის მიმართ, საზოგადოების მხრიდან, ნაკლები ნეგატივის ფონზე, ეს კანდიდატურაც საკმაოდ სავარაუდოდ მიიჩნევა, მით უფრო, ამ ბოლო ხანებში, მოქმედ პრემიერთან ერთად მისი გამოჩენით რამდენიმე ღონისძიებაზე და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალ დონეზე გაპიარების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქალი პრემიერ მინისტრი, ისევე როგორც პრეზიდენტი, დამოუკიდებელ საქართველოს არ ჰყოლია და ესეც გახდეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გავლენის მომხდენი, ისევე როგორც, თავის დროზე, სალომე სურაბიშვილის კანდიდატურა – პრეზიდენტის პოსტზე.

ამ ბოლო ხანებში ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატურასთან დაკავშირებით – ეს გახლავთ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია. “კულუარული” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ინტერესი დანელიას გაპრემიერებაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილის რჩეული გახარია არ იქნება.

მოკლედ, ასეა თუ ისე, წინ დიდი ინტრიგაა, რომლის სათავეში მაინც გიორგი გახარიას კანდიდატურაა…

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...