შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი...

“მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან” – საქართველოს ტავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს მედიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენები იყო, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ფლობდნენ კონკრეტულ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პირად საქმეებს:

გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას.

კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება.

აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ.

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...