ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარითავდაცვა და უსაფრთხოება"ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ,,ქართულ ოცნებას“ არ...

“ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ,,ქართულ ოცნებას“ არ ვაპატიებთ!” – ელენე ხოშტარია

გუშინ ,,მთავარი არხის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარია, რომ ქართველი სამხედროების პირადი საქმეები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. აღნიშნულ ფაქტზე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ეს ღალატი ქვეყნის წინაშე:

,,მინდა გამოვეხმაურო უკიდურესად საგანგაშო ფაქტს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ,,მთავარის“ ტელეეთერში იმის შესახებ, რომ პირადი ინფორმაცია ქართველი სამხედროს შესახებ აღმოჩნდა რუსი ოკუპანტების ხელში.

ჩვენ არაერთხელ გვინახავს წლების განმავლობაში და საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ ,,ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები თანამშრომლობენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. არცერთი აგენტი არ გამოვლენილა წლების განმავლობაში.

ჩვენ გვქონდა ტრისტან წითელაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ ინფორმაცია სამხედრო ობიექტების შესახებ გადაეცა რუსეთს; გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც ასევე გადაეცა ინფორმაცია ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს და იყო არაერთი ფაქტი იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს.

ჩვენ ვხედავთ დამოკიდებულებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ და, ასევე, დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებიც ჩამოდიან/ჩამოასვენებენ ჩვენს ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ.

ეს დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი, სადაც ჩვენ დავინახეთ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში, რომელმაც აწამა ანწუხელიძე და რომელსაც დღეს ქარველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან; ოკუპანტის ხელში, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ტერიტორიები, რომელიც იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელმაც გამოყარა დევნილები, აწამა ქალები და ბავშვები 30 წლის განმავლობაში ჩვენ ტერიტორიაზე.

დღეს ამ ოკუპანტებს ჩვენ დასაცავად ებრძვის უკრაინა, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს ,,ქართული ოცნება“.

ეს არის ღალატი! ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ შიდა პოლიტიკურ ან პარტიულ დაპირისპირებაში. ჩვენი სახელმწიფო ჩვენ მტრებს გადასცემს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ.

მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის სამინისტროს მიმართ იმიტომ, რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს, არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ,,ქართულ ოცნებას“ არ ვაპატიებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...