კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა უნდა ან რაიმე დამატებითი...

“თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა უნდა ან რაიმე დამატებითი დაბრკოლების შექმნა ქვეყნის განვითარებისთვის – არის დემაგოგია, უსინდისო ტყუილი!” – ბადრი ჯაფარიძე

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე კომენტარს აკეთებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობის შესახებ:

,,საუბარი იმაზე, თითქოს ვინმეს უნდა ტურისტების შეზღუდვა ან რაიმე დამატებითი დაბრკოლების შექმნა ქვეყნის განვითარებისთვის – არის დემაგოგია, უსინდისო ტყუილი.

რაც შეეხება იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით – ეს არის ელემენტარული სავიზო რეჟიმი. ტურისტებისთვის უნდა იყოს ძალიან მარტივი, რომ მათი შემოდინება ქვეყანაში არ დაბრკოლდეს – მათ შორის რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მაგრამ ისე, როგორც მიღებულია ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც საუბარია, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20% – იქ არსებობდეს გარკვეული რეგულაციები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სურთ ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა – არის აბსოლუტურად ნორმალური მოთხოვნა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...