spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება...

კახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება – ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო.

ცვლილებების თანახმად, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მოეწყობა გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის.

თბილისის მერის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ცენტრალური პარკის პროექტში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ეს იყო მოქალაქეების დაკვეთა. ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გაჩნდა ორი დიდი მდელო, რაც გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნისთვის – დასვენებისთვის, გართობისთვის და ა.შ.

ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას – ხშირად არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს, მუნიციპალიტეტი ხარჯავს თანხებს ამ პროექტის განხორციელებაში. ეს სივრცე მუნიციპალიტეტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუსგან“ საჩუქრად გადმოეცა.

პროექტი სრულად დაფინანსებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორც ქალაქის მერს, თბილისში მცხოვრებ ადამიანს ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მსგავსი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, ცენტრალური პარკი ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი.

ძალიან მალე თბილისს ცენტრალური პარკის სივრცე შეემატება. ის განკუთვნილი იქნება ყველა ასაკის მოქალაქისთვის. იქნება საინტერესო სეგმენტები, როგორც თავისუფალ ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის, ისე სპორტული აქტივობების მსურველთათვის. ვფიქრობ, პარკი დაამშვენებს არამხოლოდ საბურთალოს რაიონს, არამედ მთელ დედაქალაქს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

გარდა ამისა, პარკის მოწყობის პროექტში საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნის მოწყობა. პარკში 440 ადგილის ნაცვლად, 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...

“ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ...

როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...