ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება! - აი, ეს არის...

“ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება! – აი, ეს არის “ქართული ოცნების” ეკონომიკა“ – რომან გოცირიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას ახდენს საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით:

,,გაზრდილი ბიუჯეტი კვლავ მოხმარდება ,,ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ბიუროკრატიას. ასეულობით მილიონი ფული იხარჯება იმ ადამიანებზე, რომლებიც მათ დასაქმებული ჰყავთ სხვა და სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში.

მათ სახელწიფო მოხელეები ჰქვიათ. სინამდვილეში ისინი არიან ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ნაწილი, მათი აგიტატორები.

რაც შეეხება ტრაბახს ეკონომიკური ზრდის. ეს არის შუალედური მაჩვენებელი, დაბალთან შედარებით მაღალი ზრდაა. გამოწვეულია ერთჯერადი ფაქტორებით – რუსეთიდან დიდძალი გადმორიცხვებით. ვიცით რასთან არის დაკავშირებული!

ასევე გაზრდილი ფასები ჩვენი საექსპორტო საქონლისა, რომელიც შექმნილი ვითარებიდან არის გამომდინარე. სინამდვილეში ფასების ზრდამ ჩაყლაპა და შეჭამა ის შემოსავლები, რასაც ჩვენი მოქალაქეები ღებულობდნენ.

ეკონომიკა იზრდება, ხალხი ღატაკდება! – აი, ეს არის ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...