კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, მომაკვდავია ადამიანი"...

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, მომაკვდავია ადამიანი” – შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის მიხეილ სააკაშვილმა გადადგა უკვე ნაბიჯი, რადგან აღარ საუბრობს ქართულ პოლიტიკაზე. ადვოკატი ხელისუფლებას მოუწოდებს სიტუაციის გაანალიზებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაურევლობისაკენ:

,,რამდენჯერმე იყო მცდელობა მასთან საუბრის, მაგრამ ის არ გამოხატავს არანაირ სურვილს ქართულ პოლიტიკაზე ისაუბროს, გამოთქვას რაიმე მოსაზრებები და ა.შ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც იმდენად მძიმეა, მომაკვდავია ადამიანი – მის მდგომარეობაში დიდად პოლიტიკაზე ლაპარაკი, მე მგონი, მთლად ნორმალური მოვლენაც არ იქნებოდა.

ეს უნდა გახდეს სტიმული საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, დაწყნარებისთვის, ისედაც დაძაბული გარემო გახლავთ.

ამიტომ სააკაშვილის მხრიდან ამ ეტაპზე პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა.

იმედია, საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს სრულ აქტს და ხელს არ შეუშლის სასამართლოს მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

ხელისუფლებამ მოისმინოს ჩემი ნათქვამი სიტყვები, აწონ-დაწონოს. ამ სიტყვებში – ,,კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდაო“ – ბევრი რამ იკითხება!“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“საქართველოს და ქართველ ერს დაუდგა მის ისტორიაში ერთერთი ყველაზე რთული მომენტი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...