პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ ტოვებს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“. მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ ,,ქართულ ოცნებასთან“ არ აქვს შეუთავსებლობა, თუმცა ამ ეტაპზე ურჩევნია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება დამოუკიდებლად განახორციელოს:
,,ალბათ, არ ვიქნები პირველი, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები. გამომდინარე აქედან, საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი და საქართველოშიც არსებობს გამოწვევები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი, შესაბამისად, საზოგადოებისგანაც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ წერილს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება. იმიტომ, რომ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს პოლიტიკური პროცესები. გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილების მიმღები სწორედ არის საზოგადოება.
ბუნებრივია, რომ ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრობა, შეიძლება იყოს გარკვეული დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისათვის, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, გუნდის ხელმძღვანელობას, ზოგადად გუნდის წევრებს გარკვეული პოლიტიკური კონიქტურა არსებობს და არ შეექმნას რაღაც უხერხულობა.
ამიტომ მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრობა და ჩემ კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას.
კიდევ ერთელ მინდა ვთქვა, ,,ქართულ ოცნებასთან“ არასოდეს არ მქონია და არ მაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეუთავსებლობა. პირიქით – მიმაჩნია, რომ ის კურსი, რაც ჰქონდა და რაც არის სწორი, უბრალოდ ამ ეტაპზე მივიჩნიე საჭიროდ, როგორც ჩემმა კოლეგებმა, რომ არ ჩავარდეს უხერხულობაში, პოლიტიკური კონიქტურიდან გამომდინარე, გუნდი, ამიტომ ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ იმ ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის, რომელიც არის საჭირო. იმიტომ, რომ მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


