spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა...

კახა კალაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას ხელს შეუშლიდა:

საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს.

ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია მმართველ გუნდის შესაძლებლობებზე – ყურადღება მეტწილად უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...