პარასკევი, ივლისი 4, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები"SpaceX" საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს...

“SpaceX” საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებსა და კომპანია “SpaceX”-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ მენეჯერს ბენ მაკ უილიამსს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას შემდეგ, რაც ილონ მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა, კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში კვლავ ჩამოვიდა და კომისიის წევრ ეკატერინე იმედაძეს და კომისიის წარმომადგენლებს კომპანიის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კომუნიკაციების კომისია „Starlink Georgia“-სთვის ავტორიზაციის მინიჭებამდე კომპანია “SpaceX”-თან რამდენიმე თვე მუშაობდა.

“SpaceX” საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2023 წლიდან გეგმავს, კერძოდ, Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას გაუწევს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. „SpaceX“-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...