ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალინაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა და სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო...

ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა და სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ბრიფინგი გამართა და სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა:

“სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები მთელ რიგ საკითხებზე ინფორმაციას არათუ პროაქტიულად, ინფორმაციის გამოთხოვის შედეგადაც არ ასაჯაროებენ.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სასამართლო ხელისუფლების მიერ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გამოკვეთა:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაქსიმალურად შეამცირა იმ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულნი არიან, საჯარო ინფორმაცია გასცენ დადგენილ ვადებში, ხშირ შემთხვევაში უარის შესახებ პასუხსაც კი აღარ აგზავნიან.
  • ამის პარალელურად, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებთან, სასამართლო სისტემის სხვადასხვა რგოლში.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის შვილი ნატალია კალანდია. მან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ მარტივ შეკითხვაზე – როგორია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა – მონაცემები არ მოგვაწოდა.

ასევე, ნატალია კალანდიას ორგანიზაციისთვის მონაცემები არ მიუწოდებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძისა და რამდენიმე სხვა მოსამართლის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ. 

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც არ გამოუქვეყნებია და არ მოუწოდებია (მოთხოვნის მიუხედავად) ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების გადანიშვნას შეეხება. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ნათელს მოჰფენდა იმ პრობლემას, რომ რამდენიმე მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება პროცედურების გვერდის ავლით მოხდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ „სასამართლოს გუშაგის“ მიერ ბოლო დროს გაგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ უპასუხეს

შესაბამისად,  ერთი მხრივ აშკარაა, რომ დარღვეულია კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, ხოლო, მეორე მხრივ, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება. სამუშაო საათებში ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიც არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოები ოფიციალურ ვებგვერდებზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე ზარს არ პასუხობენ.

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის, სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დატვირთულობი,  მოსამართლეთა დანიშვნიდა სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომლებსაც სასამართლო ხელისუფლება მიმართვის გარეშეც უნდა ამუშავებდეს და ასაჯაროებდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები სრულად განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას, სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი თავს არიდებს არაერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ცხადყოფს, რამდენად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა.

ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდისაკენ. გამჭვირვალობის გარეშე  საჯარო დაწესებულებების საქმიანობის „საზოგადოებრივი კონტროლი“ შეუძლებელია. ამასთანავე, ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებასა და გაზრდას. სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება უპირველეს ყოვლისა სასამართლო ხელისუფლების ზრუნვის საგანი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხრივ პრობლემები ისედაც მრავლად არის”.

ინფორმაციას ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინა ივანიშვილი, მაგ სტანდარტით, 11 წელი ჩაჯდება, ღარიბაშვილი – 10 წელი” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებთან...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივია დაკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში,...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

“მარტო მე მეჩვენება რომ ამ ქალს დრო გაჰყავს?” – ელისო კილაძე სალომე ზურაბიშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების საკოორდინაციო შტაბის...

“მშვიდობას ვერ მოიტანს პუტინის ტრამპთან შეხვედრა. მშვიდობას მოიტანს პუტინის სტალინთან შეხვედრა” – დავით ნებიერიძე

ტრამპი-პუტინის შეხვედრისა და უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემას, პუტინთან მიმართებაში,...

“რამდენად კორუმპირებული და ჩამპალია რუსულ სისტემა, რომ შეიძლება ოთარ ფარცხალაძე გახდეს ოთარ რომანოვი” –...

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ჟურნალისტებთან...