შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის...

“უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში” – რატი იონათამიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კრიტიკული სეფასებები გააკეთა ხელისუფლების მიმართ. პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უხერხულია, როცა ქვეყნის პირველი პირი ვერ ერკვევა საკუთარ უფლება-მოსილებებში:

,,ძალიან უხერხული არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საპარალენტო რესპუბლიკაში ვერ ერკვევა იმ უფლება-მოსილებების ზღვარში, რომელიც გააჩნია მას.

კონკრეტულად, როდესაც მან 78-ე მუხლზე გააკეთა მინიშნება და 78-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება საქართველოს კონსტიტუციის, სადაც კონსტიტუციური ორგანოები საკუთარი უფლება-მოსილების ფარგლებში წერია აქტივობაზე და არა შესაძლებლობების ვთქვათ – განმარტებით, რომელიც ეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აქაც გამოჩნდა, რომ ის მაინც და მაინც ვერ ერკვევა ამ საკითხებში.

უხერხულია, როდესაც მსგავს შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი იმ გუნდის მიმართ, ვინც რუსეთს მოუგო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული. ასევე, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ჰააგის სასამართლოში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას მმართველი გუნდი კონსტიტუციის 78-მუხლის დარღვევის გამო გააკრიტიკა:

,,არ მინახავს, რომ პრემიერ წერდეს – ჯერ ეს ერთი ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი, კომისიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს.

როცა თვითონ უმრავლესობა ლაპარაკობს იმაზე, რომ პრაქტიკულად ეს არის კვაზი-სანქციები, რაც ხდება შვეიცარიაში, რომ ეს სანქციები მიუღებელია. პრემიერი რომ წერს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე რომ წერს კომისიის თავმჯდომარეს – ეს არის ამ თემის ტირაჟირება. სულ ტყუილად. ეს ჩუმად, წყნარად, მოლაპარაკებების დონეზე უნდა მოეგვარებინათ.

მე შევასრულე კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაში არის – 78-ე მუხლი. ამ მუხლს, ბევრი თავისი გამოსვლებით, არღვევს სწორედ უმრავლესობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...