ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულმა ოცნებამ" ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიისთვის...

“ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიისთვის შეუთავსებელია მმართველობის ის ფორმა, რომელიც არის საქართველოში – პაატა მანჯგალაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ გაკეთებულ შეფასებებზე ვაშინგტონიდან კრიტიკული განცხადება გაჟღერდა მმართველი გუნდის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის ხელისუფლებისადმი მოწოდებაზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ:

,,ბრძოლა აქვთ გამოცხადებული პროდასავლური კურსის მიმართ. ამას აკეთებენ ერთი მიზნით – ,,ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატიისთვის შეუთავსებელია მმართველობის ის ფორმა, რომელიც არის საქართველოში. ქვეყანას მიათრევს რუსულ ჭაობში, რადგან რუსულ ჭაობში ამ ტიპის ხელისუფლების და ამ ტიპის მმართველობისთვის უფრო მეტი სასიცოცხლო გარემო არსებობს.

ეს გზავნილი – ის, რომ საქართველოს თემატიკით დაიწყო განცხადება პრეს-სპიკერმა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის ნაცვლად შეუერთდა იმ ანტიდემოკრატიულ ქვეყნებს, როგორიცაა – ვენესუელა, სირია, ბელორუსი, ირანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას ავრცელებს, საგაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს და კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ხელისუფლებისადმი:

“დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან” – ნედ პრაისი

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება” – გელა ხასაია

აქტივისტ, გელა ხასაიას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 16 აპრილს...

“ჩვენი თავი ჯანდაბას და შვილებს რას ეუბნებით, შვილებს, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მმართველი პარტიის მხრიდან...

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?” – კახა...

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა მოუტანა ქვეყანას ამ 13-წლიანმა რეჟიმმა? – უპერსპექტივობა, ძალადობა, ძარცვა, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია”...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

გიორგი ვაშაძე: “ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს მის სასამართლო...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...