შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვამაღალი ძაბვის ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

მაღალი ძაბვის ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა

სს „თელასი“-ს 2022 წლის სარემონტო პროგრამის ფარგლებში ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ მაღალი ძაბვის ელექტროდანადგარებს გეგმური რემონტი ჩაუტარდა.

შემოწმდა ქვესადგურის სარელეო დაცვის და ავტომატიკის მოწყობილობები. 110-კილოვოლტიან ელექტროდანადგარებსა და ძალოვან ტრანსფორმატორებს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა და ელექტრული გაზომვები. გაიზომა 10/6კვ გამანაწილებელი მოწყობილობის საიზოლაციო მახასიათებლები.

აღნიშნული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება 12 262 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ქვესადგურიდან „პლატო ნუცუბიძე“ ელექტროენერგია მიეწოდება პლატო ნუცუბიძის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და
სოფელი ლისის აბონენტებს.

***

სს „თელასი“  ერთ-ერთი მსხვილი ქსელური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ემსახურება 700 ათასზე მეტ აბონენტს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს “ბესტ ენერჯი გრუპ”-ის საკუთრებაა.

ინფორმაციას სს “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...